Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

მარშალ პრესი 28/12/2025
irakli kobakhidze3
ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც მთავრობამ  საზოგადოებას წარუდგინა.
„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები. წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე და ამაზე აქტიური ზრუნვა გრძელდება. ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და პირველ რიგში, გამოვყოფდი განათლების რეფორმას. ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ კუთხით 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრი მიმართულებით შევძელით არასწორი პრაქტიკების გაუქმება, წარსულს მივეცით არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკის სფეროს, რკინიგზას და ა.შ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ მეტად ეფექტიანად ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, “, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, ამან ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე
Next: ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.