Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ უსამშობლოებს ეტყობა უცხო ძალებისაგან მითითება აქვთ: ხელისუფლებამ, რაც არ უნდა პოზიტიური განაცხადოს და საქმითაც კარგი უჩვენოს, თქვენ მაინც უარყოფითი თქვით ყველასა და ყველაფერზეო

მარშალ პრესი 28/12/2025
edisher gvenetadze

„ 2013 წლიდან მოყოლებული ვამბობდი და ვამბობ, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. საქართველოში არის გარედან დანიშნული და დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელსაც იგივე გარე პატრონები ოპოზიციას უწოდებენ” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

გვენეტაძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და მედიარესურსები სისტემატურად უარყოფითად აფასებენ ხელისუფლების ყველა ნაბიჯს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ინიციატივა მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება.

მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია პრემიერის ინიციატივა ფასების შემცირებაზე, რომელსაც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

„ 2013 წლიდან მოყოლებული ვამბობდი და ვამბობ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. საქართველოში არის გარედან დანიშნული და დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელსაც იგივე გარე პატრონები ოპოზიციას უწოდებენ.

და ეს, რომ ასეა თავად ადასტურებენ ყოველ წუთსა და ყოველ წამს. ამ უსამშობლოებს ეტყობა უცხო ძალებისაგან მითითება აქვთ ხელისუფლებამ რაც არ უნდა პოზიტიური განაცხადოს და საქმითაც კარგი უჩვენოს, თქვენ მაინც უარყოფითი თქვით ყველასა და ყველაფერზე. ამიტომაც ეს უსამშობლო-ავაზაკები ბრძანებების და ფულის სანაცვლოდ ცხრაპირ ტყავში ძვრებიან და ირგვლივ მართული ე.წ. ოპოტელევიზიებიდან აბსოლუტურ სიგიჟე-სისულელეებს აფრქვევენ.

ამის ნათელი მაგალითია პრემიერის მიერ გაჟღერებული ფასების შემცირების პოლიტიკა და საპასუხოდ ის უკვე რამდენიმედღიანი უარყოფითი ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც ამ ფაქტს მოჰყვა ე. წ. ოპოზიციის მხრიდან.

რა შეიძლება ამას ეწოდოს? უბრალოდ ეს მოვლენა გონიერი ადამიანებისათვის აუხსნელია. თუმცა აქვე სხვას რას უნდა მოველოდოთ იმ სუბიექტებისაგან, რომლებიც პირდაპირი ეთერებით დროგამშვებით ყვირიან: გარეჯი საქართველოს არასოდეს არ იყო; ქართული დამწერლობა საერთოდ არ არსებობს; გვრცხვენია საქართველოში ბომბები თავზე რომ არ გვაცვივა; რა კარგი იქნება 10 ათასამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი საქართველოში, რომ დაკავებული ამით უკრაინას შვება მიეცემაო…
თან მოუწოდებენ: სამართალდამცველების ცოცხლად დაწვისაკენ; რელიგიური და კულტურული ძეგლების შეურაცხყოფისაკენ; რუსთაველის გამზირის, თბილისის და საერთოდ საქართველოს აოხრებისაკენ.“ – წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის ფიგურანტებს შესაძლებელია დავით ბეჟუაშვილი დაემატოს!
Next: პრემიერ-მინისტრის მიერ ფასების რეგულირების მიმართულებით წამოწყებულმა ინიციატივამ საბოლოოდ მოხსნა ნიღაბი და წარმოაჩინა ოპოზიციური ჯგუფების ნამდვილი ზრახვები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.