Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მარშალ პრესი 28/12/2025
505

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და  გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქართული ფეხბურთის წარმატება იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი.

„ძალიან მიხარია, რომ წლის შეჯამების ღონისძიებაში და ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაში ვმონაწილეობ. ეს წელი ნამდვილად წარმატებული იყო  ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი B ჯგუფში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის. ახალგაზრდული ნაკრები იყო ასევე წარმატებული და პირდაპირი გაგებით, რამდენიმე წუთი დააკლდა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლამდე, ძალიან რთული ჯგუფიდან. ასევე ფუტსალი ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ასევე, ინდივიდუალური მიღწევებით იყო გამორჩეული ჩვენი ფეხბურთელები, ჩვენი ვარსკვლავები.

ხვიჩა კვარაცხელია არის განსაკუთრებულად გამოსარჩევი, რომელმაც ყველაფერი მოიგო  წელს, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. ასევე, ოთარ კიტეიშვილს გამოვყოფდი, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე. შედგა გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულში.

ეს არის ძალიან დიდი წარმატებები და ეს წარმატებები მაგალითს აძლევს ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ოცნებობენ ასეთივე უმაღლეს მიღწევებზე. ეს მაგალითი არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და  გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი და მე ვიყავი უშუალო მომსწრე იმისა, თუ როგორ გულით კეთდებოდა ეს საქმე. ყველაზე წარმატებული საქმე მაშინ არის, როდესაც ის კეთდება სიყვარულით და ამ შემთხვევაშიც საქმე კეთდებოდა სიყვარულით ქართული ფეხბურთის მიმართ და ეს არის პირველ რიგში, ლევან კობიაშვილის და მისი გუნდის დამსახურება და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ
Next: ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს – ნანუკა ჟორჟოლიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.