Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

მარშალ პრესი 25/12/2025
603882130_1253212320194684_4502788310652847027_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიებები სხვადასხვა ადგილას იმართება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნას ემსახურება.
დღეს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები, სტუდია „ჰარმონია“, ზურაბ ცინცქილაძე, ხელოვნების სკოლის მასწავლებლები და მათი აღსაზრდელები. კონცერტის მონაწილეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული საახალწლო განწყობა შეუქმნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და პატარა მაყურებლები.

Post navigation

Previous: საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია
Next: კახა კალაძემ ასოციაციის მე-8 ეროვნულ ასამბლეაზე გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.