Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ბათუმში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 25/12/2025
605195671_1253114530204463_5826475291003989221_n

ბათუმში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს კანონის „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ამოქმედებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისათვის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების საკითხებს დაეთმო.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კანონის ძირითადი მოთხოვნები, დაზუსტდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები, ასევე შეფასდა პრაქტიკაში განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უწყებათაშორისი და მუნიციპალური კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობას, რაც კანონის ეფექტიანი აღსრულებისა და შესაბამისი მექანიზმების გამართულად ფუნქციონირების წინაპირობად განიხილება.

შეხვედრასხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ქარცივაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: თუკი გსურს, კონკრეტული სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარო, უნდა ეცადო, რომ ხელისუფლების სამივე შტო და მასმედია გავლენის ქვეშ მოაქციო, პარალელურად კი საზოგადოება დაარწმუნო, რომ მექანიზმები, რომელსაც საბოლოო მიზნამდე მიყავხარ, სინამდვილეში, ხალხის ინტერესებით არის ნაკარნახევი
Next: საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.