Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით

მარშალ პრესი 26/12/2025
irakli kobakhidze

მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან და მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით.

„აქ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა გაგრძელებაა ჩაფიქრებული ამ ყველაფრის უკან. ჩანს, რომ კეთდება მკვეთრი განცხადებები და ამ მკვეთრ განცხადებებს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. რა არის ეს მიზანი, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ლოგიკური დასკვნები, მაგრამ აქაც მოვერიდებით ჩვენი დასკვნების გასაჯაროებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან დაკავშირებით, მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს საქართველოზე ექნება გავლენა. როგორი გავლენა ექნება, ამასაც მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროდ, რაც ჩანს, მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის. მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს
Next: შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.