Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

მარშალ პრესი 25/12/2025
davit chikhelidze

ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ე.წ. ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთეს. საუბარია სურსათის ფასების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ბიზნესს არც სათანადო პასუხისმგებლობა აქვს და არც მორალური საზღვრები. „როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ე.წ. ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთეს. საუბარია სურსათის ფასების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე. ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სურსათზე ფასები უკონტროლოდ არის გაზრდილი და სახელმწიფოს ჩარევას მოითხოვდნენ, დღეს სრულიად საპირისპირო პოზიციას იკავებen, ისინი ფაქტობრივად იცავენ მაღალ ფასებს და სახელმწიფოს აკრიტიკებენ. ამავე დროს, სწორედ ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავენ და ქართველ ხალხს უკეთეს მომავალს სთავაზობენ. რეალურად კი მათი პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის კეთილდღეობას. სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ბიზნესს არც სათანადო პასუხისმგებლობა აქვს და არც მორალური საზღვრები, რომლებიც ალოგიკური და უსამართლო ფასების დაწესებისგან შეაკავებდა.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება
Next: დღეს მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.