Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა

მარშალ პრესი 25/12/2025
mikheil kavelashvili6

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი საზოგადოება.  არ ვმალავთ ჩვენს ქმედებებს, ჩვენს შეხედულებებს და საზოგადოების წინაშე  ყველაფერზე ღიად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი შანტაჟის საკითხია და ამ დამოკიდებულებამ საქართველოს მოსახლეობისთვის ფასი დაკარგა.

„ფასი დაკარგა ამ დამოკიდებულებამ, მთავრობის წევრები და ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს უკვე დასანქცირებულია, ამ პასპორტებით ვერ სარგებლობენ. ყველა ის საკითხი, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან განხორციელებული იყო საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ყველა იყო შანტაჟის საკითხი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსი და დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა, რის გამოც ჩვენ დაგვჩაგრეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
Next: თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.