IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება.

მევლუთ ჩავუშოღლუ სომხურ მხარეს მოუწოდებს, „გონს მოეგონ“.

„რაც სომხეთმა გააკეთა, მიუღებელია. აზერბაიჯანის არმიამ გააკეთა ის, რაც აუცილებელი იყო და მოიგერია ეს თავდასხმები. აქედან ჩანს, რომ კონფლიქტის ახალი კერების შექმნით, სომხეთს სხვა ტერიტორიებზე სურს ყურადღების გადატანა, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებიდან რომლებიც ოკუპირებული აქვს. რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანული მხარეს, ჩვენ მათ მხარეს ვიდგებით“,- განცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება