Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მარშალ პრესი 24/12/2025
zaza doborjginidze

პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც შსს-ს მოუწოდა, შეისწავლოს სასურსათო ბაზარზე პროდუქტების სიძვირის მიზეზი და გამოაკრვიოს, ხომ არ მუშაობენ კარტელური პრინციპით ბაზრის მოთამაშეები, ოპოზიციონერების რეაქციას ეხმიანება. კერძოდ, დობორჯგინიძე აფასებს რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობა სავაჭრო ქსელების რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების გამო.

როგორც დობორჯგინიძე წერს, იმ ოცმა კაცმა, ვინც არ ეთანხმება პრემიერის გადაწყევტილებას, დანარჩენ ქვეყანას უნდა აუხსნან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ “სლობოდას” შეუძლია. “მას შემდეგ, რაც რესტორნებში მოწევის აკრძალვამ სარესტორნო ბიზნესი გააკოტრა, სწრაფი სესხების შეზღუდვამ ეკონომიკა ჩამოშალა, ხოლო აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვამ ტურისტული სექტორი გაანადგურა, ახლა მაიონეზის დისტრიბუციის ბიზნესი გადაინაცვლებს შავ ბაზარზე და სუპერმარკეტების ქსელის ჩამოიშლება. სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს , რეიგანის ძეგლთან, ფრიუნის ეკონომიკის ექსპერტთა ჯგუფი, პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე, გიგა ბედინეიშვილი და ის 20 კაცი ვინც ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5 პროცენტამდე მერყეობს
Next: როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასებს ამკვიდრებს, სახელმწიფოს ჩართულობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.