Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება!

მარშალ პრესი 23/12/2025
levan nikoleishvili

როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაყვა ლილუაშვილს?! – თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი ლევან ანიტა ხაბეიშვილი – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ჰქონდა თავისი “პაიოკი”. „ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება! გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ქონდა თავისი “პაიოკი”. დაზღვევის მიზნით ლილუაშვილმა დაალაგა და ნაცების ტელევიზიები მას “ამხელდნენ” იქ, სადაც არაფერი ხდებოდა – თავს ესხმოდნენ არასწორ მისამართებზე, რეალური ქოლცენტრები კი გუგუნებდა, არც მაშინდელი სუსი იყო მომკითხავი და არც “კრიტიკული მედია”.

მეტი დამაჯერებლობისთვის ლილუაშვილმა ნაცმედიას უჩივლა და პროცესიც მოიგო. მაგრამ ჰოლივუდური კვანძი ერთი სასაცილო ამბით იხსნება: როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაყვა ლილუაშვილს?! – თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი ლევან ანიტა ხაბეიშვილი… მთავარ როლებში: გრიგოლ და სანდრო ლილუაშვილები ანიტა ხაბეიშვილი ნოდარ მელაძე დავიდ კეზერაშვილი გიორგი თარგამაძე დები ქაჯაიები და სხვები კოსწიუმების მხატვარი ნიკა გვარამია მუსიკა ნიკა მემანიშვილი“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა
Next: დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.