Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს “ქართული ოცნების” მედგარი ხელისუფლება

მარშალ პრესი 23/12/2025
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს “ქართული ოცნების” მედგარი ხელისუფლება“. როგორც ანალიტიკოსი წერს, “საგარეო ავაზაკებისგან” დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მმართველი გუნდი ჩამოიშლებოდა და აგენტოკრატიის პირობებში ეს პირები სარფიან პოზიციონირებას შეინარჩუნებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ მოხდება, როცა ქვეყანას მართავს პატრიოტული ბირთვი.

„ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს “ქართული ოცნების” მედგარი ხელისუფლება. საგარეო ავაზაკებისგან როგორ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მმართველი გუნდი ჩამოიშლებოდა და აგენტოკრატიის სავასალეთში სარფიან პოზიციონირებას შეინარჩუნებდნენ; ეს არ მოხდება, როცა ქვეყანას მართავს პატრიოტული ბირთვი.

რაც შეეხება “ნაცსაბომჟეთის” ცალკეულთა ბრალდებებს, რომ მათ უგვანო აქციებს აფინანსებენ ფსევდოპატრიოტები “პატრიოტთა ალიანსიდან”, არც ეგაა განსაცვიფრებელი – ანგარება და რევანშიზმი ზოგიერთი მარგინალისთვის “უმაღლესი ფასეულობაა”. სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია. მას სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: თბილისის მერმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
Next: თბილისი უფრო ლამაზი, ინფრასტრუქტურულად გამართულია და სატრანსპორტო პოლიტიკა მორგებულია საზოგადოებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.