Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია

მარშალ პრესი 23/12/2025
shalva papuashvili

რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

ჟურნალისტებმა მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამას ვგულისხმობთ კიდეც. სამართალდამცავი უწყებები მომართულნი არიან იმისკენ, რომ პოლიტიკურ თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. გენერალურმა პროკურორმა დეტალურად ისაუბრა იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია, შესაბამისად, შინაარსობრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან გვქონდა საქმე. როგორც ჩანს, პროპაგანდისტული მედიაც შეთანხმებული იყო ასეთ დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. იმედია უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, თუ გაიხსენებთ მის გამოსვლას, პარტიის ყრილობაზე აქცენტები, რომელიც მან დასვა, მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობა და დიდი ოდენობით ქრთამის აღება – დააკავეს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი
Next: რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას გამართლება არ აქვს, რადგან მათ არა კონკრეტული პროტესტი არამედ საქართველოზე თავდასხმა დააფინანსეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.