Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

მარშალ პრესი 22/12/2025
irakli kobakhidze2

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

პრემიერის თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც საქართველოს მომავალშიც მისცემს ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას.

„საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება რთული, კონფლიქტებით არის სავსე მთელი მსოფლიო, არის კრიზისი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ეს იყო ის, რითაც ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტები კონსტიტუციაშიც არის ასახული, ამ კუთხითაც არის ძალიან სერიოზული გამოწვევები“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები
Next: ჩვენთვის მთავარია, რომ სკოლები იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსებით, რაც შეეხება მოდელს, ამაზე მუშაობა გრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.