Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან

მარშალ პრესი 22/12/2025
david kartvelishvili

ევროკავშირში განვითარებულ მოვლენებსა და კოლაფსზე „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ რეალობის გამჟღავნების ტრიგერად ბელგიის პრემიერ-მინისტრი მოგვევლინა. მისი თქმით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ის აღმოჩნა ადამიანი, რომელმაც ბრიუსელს თვალი აუხილა. დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპაში იქმნება ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც საქართველოსთვისაც გახდება მიმზიდველი, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით.

„ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან. სწორედ მან იკისრა კატალიზატორისა და ტრიგერის როლი. არა ორბანმა, არა ფიცომ, არა სხვა კონსერვატორებმა პოლონეთიდან თუ ჩეხეთიდან, არამედ ეს – ბრიუსელში, შუა ევროპაში, ევროსაბჭოთა კავშირის შუაგულში გააკეთა ბელგიის პრემიერმა და თქვა – ხალხნო, რა სისულელეს ვაკეთებთ, რას ვყინავთ, როგორ ვყინავთ [რუსული აქტივები], როცა საფრანგეთში რუსული კინოს ფესტივალი ტარდება.

ამას ჩვენი აკაცუკების ტელევიზიები ხომ არ იტყვიან? რუსეთს ნელ-ნელა, წლების განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში შეჩერებული უფლება უბრუნდებათ. მაგალითად დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება დაუბრუნდა ძიუდოს. ხვალ, საუბარია იმაზე, რომ ფიგურულ სრიალშიც ექნებათ დროშის აღმართვისა და ჰიმნის გაჟღერების უფლება. არაფერს ამბობენ არც იმაზე, ბალტიისპირეთის კვაზი სახელმწიფოები რუსეთში რე-ექსპორტის რომელ დარგში ლიდერობენ. ეს ორმაგი სტანდარტი ამოუვიდათ ყელში თავად ევროპაში. ჩვენც ვხედავთ, რომ ევროპაში იქმნება ახალი ცენტრი (ცენტრალურ ევროპას დავარქმევთ ამას, თუ აღმოსავლეთს, არ აქვს მნიშვნელობა), სადაც იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ მასთან ინტეგრაცია ჩვენთვისაც იქნება ძალიან საინტერესო და მიმზიდველი,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ბიძინა გიორგობიანი: ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მეტ პროცენტს აგროვებენ, იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან
Next: თამარ ჩიბურდანიძე: პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევის გადაჭრა, ასევე ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.