Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

მარშალ პრესი 22/12/2025
EDISHER

ედიშერ გვენეტაძე, ეხმიანება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მან უარყო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის შეფასებებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.

გვენეტაძის თქმით, ორი „სიცრუის მანქანა“ – BBC და Reuters, ერთმანეთს ეჯიბრება სიყალბის ტირაჟირებაში და სასურველის რეალობად წარმოჩენაში.

„BBC“ და „Reuters“-ი, ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის რუპორებად ქცეული ეს ორი სიცრუის მანქანა, ერთმანეთს ეჯიბრება სიყალბის ტირაჟირებაში და სასურველის რეალობად წარმოდგენაში. უეჭველია, რომ ამ უსაშველოდ გადაგვარებულ, ფულის გამო ყოველგვარ ავაზაკობაზე წამსვლელ საინფორმაციო საშუალებებს ერთი პატრონი ჰყავთ. ისინი დაკვეთით ჰიტლერს უდიდეს დემოკრატად, ხოლო ბაიდენს 35-წლიანი შემოქმედებითი „გაფურჩქვნის“ პერიოდში მყოფ კონსერვატორ პოლიტიკოსად წარმოაჩენენ.

ფულისადმი სიყვარულმა ოდესღაც მსოფლიოს წამყვანი, ფლაგმანი მედია-საშუალებები იმ დონემდე დაიყვანა, რომ თვალის დაუხამხამებლად შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ“, – წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პარდუბიცეს რეგიონის გუბერნატორის მიწვევით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
Next: ბიძინა გიორგობიანი: ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მეტ პროცენტს აგროვებენ, იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.