IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა, ჩვენთან ერთად არის და ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღეს 9 შემთხვევა გვქონდა, გუშინ იყო 5, იმის წინ კიდევ 5, ერთეული შემთხვევები არის. ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს. აქედან გამომდინარე რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და პირველ რიგში, ეს ჩვენი სამოქალქო პასუხისმგებლობაა. ამიტომ გთხოვთ ყველას, პირბადე იქნება, სოციალური დისტანცირება, პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა თუ ა.შ. ეს ყველაფერი დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება