Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

მარშალ პრესი 22/12/2025
davit chikhelidze

Reuters-ის შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპაში მიმდინარე ომის შეუფერხებლად გაგრძელებას აქვს როგორც სამხედრო ასევე მძლავრი მედია-მხარდაჭერა. როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ტულსი გაბარდმა უარყო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის შეფასებებთან დაკავშირებით – ვლადიმირ პუტინის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.

მისი შეფასებით, Reuters-ის მიერ გავრცელებული სიცრუის შემდეგ, დასავლური მედიის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებული მიკერძოებული და დისკრედიტაციული მიდგომა გასაკვირი არ არის და ნათლად ჩანს რომ დასავლურ მედიას სიცრუის გავრცელების გამო მორალური დილემა არ აქვს, რადგან ისინი ამით პატრონების პოლიტიკურ კურს ატარებენ.

„ Reuters-ის შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპაში მიმდინარე ომის შეუფერხებლად გაგრძელებას აქვს როგორც სამხედრო ასევე მძლავრი მედია-მხარდაჭერა. როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან.

მსგავსი პრაქტიკა ომის გაგრძელების ლეგიტიმაციას, შეთანხმებისკენ მიმავალი პროცესების დისკრედიტაციას და იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას ემსახურება, რომელთათვისაც კონფლიქტის შეწყვეტა სტრატეგიულად არახელსაყრელია. Reuters-ის მიერ გავრცელებული სიცრუის შემდეგ, დასავლური მედიის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებული მიკერძოებული და დისკრედიტაციული მიდგომა გასაკვირი არ არის და ნათლად ჩანს რომ დასავლურ მედიას სიცრუის გავრცელების გამო მორალური დილემა არ აქვს, რადგან ისინი ამით პატრონების პოლიტიკურ კურს ატარებენ და საინფორმაციო ზეწოლას ახორციელებენ.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: დღეს დასავლურ საინფორმაციო სივრცეში სიცრუის გავრცელება გადაცდომად აღარ აღიქმება, რადგან ის ყოველდღიურ მახინჯ პრაქტიკად იქცა, რაც ყველაზე შემაშფოთებელია
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პარდუბიცეს რეგიონის გუბერნატორის მიწვევით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.