Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს – სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით

მარშალ პრესი 22/12/2025
kakha kaladze

„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – ამის თაობაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებული პროცესების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, ის თავს შეიკავებს კონკრეტიკისაგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.   

„არანაირ მოქალაქეს არ უკავშირდება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით.  დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, მათ შორის იმას, თუ რა არის გამოკვლევის საგანი. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის მზად, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თბილისის მერმა დასძინა: „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.

Post navigation

Previous: ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი
Next: დღეს დასავლურ საინფორმაციო სივრცეში სიცრუის გავრცელება გადაცდომად აღარ აღიქმება, რადგან ის ყოველდღიურ მახინჯ პრაქტიკად იქცა, რაც ყველაზე შემაშფოთებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.