Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

მარშალ პრესი 21/12/2025
mod

ახალციხეში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის N5 საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა.

ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ახალციხის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, რეკტუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს რეკტუტირების პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით
Next: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.