Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკი ყოველდღიურად აგრძელებს ურთიერთობას ერმაკთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა – DW

მარშალ პრესი 21/12/2025
zelensky

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა, ქვეყნის ლიდერთან ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას- ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინულ გამოცემა “ზერკალო ნედელიზე” დაყრდნობით წერს.

„ერმაკი არსად წასულა. ის უბრალოდ აღარ ზის ოფისში და პროცესებს 24/7-ზე აღარ მართავს. თუმცა, ის მუდმივად ხაზზეა, საღამოობით კი პრეზიდენტის სახლშია კონჩა-ზასპაში. სულ ესაა“, – წერს ინა ვედერნიკოვა, უკრაინული გამოცემის რედაქტორი.

გამოცემის ცნობით, ერმაკის გადადგომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა, თუმცა, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.

ვედერნიკოვას თქმით, ზოგიერთი კანდიდატი ამ სიიდან ამოიღეს. თავად ზელენსკი კი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლების ის სისტემა, რომელიც ერმაკმა მისთვის ააგო. ჟურნალისტის წყაროს ცნობით, ზელენსკი მზადაა ოფისი პირდაპირ მართოს, „მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები დაუტოვოს, ანალიტიკური ბლოკი კი არსებულ სტრუქტურებს შორის გადაანაწილოს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატზე“.

„პაუზა, რომელიც პრეზიდენტმა აიღო, განსაზღვრავს ძველ-ახალი გარემოცვის სიფრთხილესაც. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთან აშკარად გახშირდა ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას, იულია სვირიდენკოს, მიხეილ ფედოროვის, კირილ ბუდანოვისა და სხვების სტუმრობა, ერმაკის ჩამოწერას, ისევე როგორც ადრე, არავინ ჩქარობს“, – ნათქვამია სტატიაში.

Post navigation

Previous: ვისაც, დაგაჯერეს, რომ თუ პოლიტიკოსი ევროპელია, ის არ იტყუება, დროა, კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
Next: რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.