Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი

მარშალ პრესი 21/12/2025
elon

არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ეს ამბავი კოშმარია. თანაც მცდარი ტერმინია, რადგან თუ გაქვს მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, სინამდვილეში, უბრალოდ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხარ. ეს ოქსიმორონია, – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები აკეთებენ იმას, რაც უკანონოდ ჩაითვლებოდა, თავად მთავრობა თუ გააკეთებდა. ამასთან მასკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება კონკრეტული ადამიანების გასამდიდრებლად, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობაა. “ფაქტობრივად, მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არის გზა, რომ გაკეთდეს ის, რაც უკანონო იქნებოდა, თავად მთავრობა რომ აკეთებდეს, მაგრამ როგორღაც კანონიერად მიიჩნევა, როცა „არაკომერციულ“ ორგანიზაციას გადაეცემა გასაკეთებლად. შემდეგ კი ეს არაკომერციული ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ“. ისინი არასამთავრობოების მეშვეობით ძალიან მდიდრდებიან. ამ ორგანიზაციებიდან საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან. ეს გიგანტური თაღლითობაა – ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შესაძლოა, ყველაზე დიდი თაღლითობაც კი.“ – განაცხადა ილონ მასკმა.

Post navigation

Previous: ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება – ეკა სეფაშვილი
Next: ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, მაგრამ დღეს საუბრობს უფრო მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობაც. მარკო რუბიო ამბობს, რომ უნდა დაეხმარონ არა არასამთავობო სექტორს, არამედ კონკრეტულად ქვეყნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.