Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სწორედ აქ ჩანს ჭყონიას ვირეშმაკობა, ანგარება და გაიძვერობა

მარშალ პრესი 20/12/2025
davit chikhelidze

ქალაქში კოკა-კოლის საახალწლო ქარავანი დაბრუნდა, სწორედ აქ ჩანს ჭყონიას ვირეშმაკობა, ანგარება და გაიძვერობა. შარშან იგივე ქარავანი პროტესტის საბაბით ქუჩებს ჩამოაშორეს და ეს გადაწყვეტილება ღირებულებით პოზიციად შეფუთეს, თითქოს არსებობდა მორალური ზღვარი, რომელსაც ბიზნესი ვერ გადააბიჯებდა – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, შარშანდელი ახალი წლიდან წლევანდელამდე არაფერი შეცვლილა, არც ხელისუფლება შეცვლილა, არც უკრაინას მოუგია ომი და სწორედ ეს არის გააზრებული ანგარება და სისტემური გაიძვერობა, სადაც ღირებულებები “საჭიროებისამებრ” იცვლება.

„ქალაქში კოკა-კოლის საახალწლო ქარავანი დაბრუნდა, სწორედ აქ ჩანს ჭყონიას ვირეშმაკობა, ანგარება და გაიძვერობა.
შარშან იგივე ქარავანი პროტესტის საბაბით ქუჩებს ჩამოაშორეს და ეს გადაწყვეტილება ღირებულებით პოზიციად შეფუთეს, თითქოს არსებობდა მორალური ზღვარი, რომელსაც ბიზნესი ვერ გადააბიჯებდა. დღეს კი, ერთი წლის თავზე, ყველაფერი ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა შარშანდელი ახალი წლიდან წლევანდლამდე? ხელისუფლება შეიცვალა? უკრაინამ ომი მოიგო? პუტინი აღარ არის რუსეთის პრეზიდენტი? პასუხი მარტივია, არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ კონიუნქტურა და გაჩნდა პირადი სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობა. სწორედ ეს არის ვირეშმაკობა პრინციპებით ვაჭრობა. მისი უპრინციპულობა მით უფრო ცხადი ხდება, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს ჭყონიასთვის ხელი არ შეუშლია: მაშინ, როცა საჯაროდ მორალზე საუბრობდნენ, პრაქტიკაში „კოკა-კოლას“ პროდუქცია რუსეთში ჩვეულებრივ გაედინებოდა. ეს არის გააზრებული ანგარება და სისტემური გაიძვერობა, სადაც ღირებულებები “საჭიროებისამებრ” იცვლება ხოლმე“. – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ევროპის უმეტეს ნაწილს მართავს დავოსის ისტებლიშმენტი, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს საკუთარ ეკონომიკებსა და საზოგადოებებს ეკოლოგიური საკითხებზე აქცენტირებით, მასობრივი მიგრაციითა და ისლამისტებთან ქედის მოხრით
Next: ევროკავშირი უკრაინისთვის აღებული სესხის გამო პროცენტის სახით წელიწადში 3 მილიარდ ევროს გადაიხდის – გამოცემა “პოლიტიკო”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.