Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირი ნელ-ნელა იშლება – თუ არ გადავაწყობთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემას, მაშინ ის, რაც დღეს გვაქვს, აუცილებლად დაიშლება – ორბანი

მარშალ პრესი 20/12/2025
viqtor orbani

ჩემი ხედვა ასეთია: ჩვენ ვცხოვრობთ ევროკავშირის არსებობის ბოლო საათებში. ჩვენ შევედით დასკვნით – დაშლის ფაზაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი განმარტებით კოლაფსი ერთ დრამატულ მომენტში არ მოხდება, ვინაიდან სისტემა ზედმეტად დიდია უეცარი ნგრევისთვის, თუმცა, ევროკავშირი შიგნიდან ირყევა და საკუთარ თავს თავადვე შლის.

“ეს უნდა წარმოვიდგინოთ როგორც პროცესი, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება, მაგრამ შემდეგ ან წევრი სახელმწიფოები არ ახორციელებენ მათ, ან კომისია ვერ ახერხებს განხორციელებას, ან პარლამენტი მათ პარალიზებას ახდენს. მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ასე არ ხდება კოლაფსი – ყველაფერი არ მთავრდება ერთ დრამატულ მომენტში, როგორც ბევრს წარმოუდგენია, უეცარი ნგრევით.

ეს სისტემა ამისთვის ზედმეტად დიდია. ასე არ მუშაობს. ამის ნაცვლად, ის იშლება ნელ-ნელა, შიგნიდან ირყევა და თავადვე შლის საკუთარ თავს. და ჩვენ სწორედ ამ დღეებს ვცხოვრობთ ახლა. ეს ერთ დღეში არ მოხდება. ეს ისტორიული ეპოქაა. შეიძლება მრავალი წელი გაგრძელდეს, მაგრამ ეს მისი დასასრულია.” – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. მისი განცხადებით, თუ მთელი ევროპული სისტემის რადიკალური რეორგანიზაცია არ მოხდება, მაშინ დღეს არსებული სტრუქტურა აუცილებლად დაიშლება. “თუ ჩვენ რადიკალურად არ მოვახდენთ მთელი ევროპული სისტემის რეორგანიზაციას, თუ არ გადავაწყობთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემას, მაშინ ის, რაც დღეს გვაქვს, აუცილებლად დაიშლება. ჩვენ სწორედ ამ დღეების მომსწრენი ვართ,” – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Post navigation

Previous: საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა, რომელიც ამ ფილოსოფიას მიჰყვება
Next: ტვ პირველს” ეთერში ჟურნალისტების მიმოწერა გაეპარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.