Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ალბათ 15-20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოში „ფერარის“ ცენტრი გაიხსნებოდა, არავინ დაიჯერებდა, თუმცა დღეს ეს შემდგარი ფაქტია

მარშალ პრესი 19/12/2025
600334301_1268540761973601_9060749938303966220_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საავტომობილო სამყაროს ფლაგმანის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში არსებული სტაბილური და მიმზიდველი ბიზნესგარემოს კიდევ ერთი დასტურია.

„ალბათ 15-20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოში „ფერარის“ ცენტრი გაიხსნებოდა, არავინ დაიჯერებდა, თუმცა დღეს ეს შემდგარი ფაქტია. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს დღე. ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანა ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის შესაფერისი გარემო და ამის გამოხატულებაა დღევანდელი დღეც – ის, რომ „ფერარი“ შემოვიდა საქართველოში.

„ფერარი“ ეს არის საავტომობილო ინდუსტრიის ფლაგმანი, ნამდვილი ლიდერი, ეს არის იტალიური ხარისხის ეტალონი და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „ფერარი“ დღეს არის ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტს რენო დე პოლის და „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელ ალი ნაზარს და მათ წარმატებები უსურვა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ალი ნაზარმა, “ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტმა რენო დე პოლიმ და „ფერარი თბილისის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ სახეიშვილმა.

Post navigation

Previous: ჩივის, ადრე გამომიშვეს ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყოო – ვატო შაქარიშვილი ზურა ჯაფარიძეზე
Next: პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ – არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.