Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ალტ ინფო” და ოპოზიციური ჯგუფები, „იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული

მარშალ პრესი 19/12/2025
Capture

„ალტ ინფო” და სხვა ოპოზიციური ჯგუფები თუ აქტივისტები, “იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რითაც უპრეცედენტო ინვესტიციის დისკრედიტაციას ცდილობენ.

„არაბიზაციის” საფრთხის საბაბით, აღნიშნული ოპოზიციური ჯგუფები, ტიკ-ტოკიდან აზიარებენ ე.წ. მაკლერების ვიდეოებს, რომლებიც ძირითადად, ბინების გაქირავებით არიან დაკავებული. სავარაუდოდ, აღნიშნული ვიდეოები ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოკოლაჟებში მონაწილე პირებს, “იგლ ჰილსის” ან რომელიმე სხვა პროექტთან რაიმე სახის კავშირი არ აქვთ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, ისევე როგორც ეკონომიკურმა გუნდმა, “იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა დეტალური განმარტება. როგორც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, საზოგადოებისთვის ხელშეკრულების შინაარსი, ფაქტობრივად, უკვე ცნობილია, სხვა დანარჩენი კი სპეკულაციაა.

„[ოპოზიციონერები] მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. “არაბიზაცია” არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო – 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება – ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომპანია, რომელიც მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ოპერირებს და რომლის სახელსაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, „ბურჯ ხალიფას“ აშენება უკავშირდება, საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში, თბილისში და გონიოში თანამედროვე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მშენებლობას გეგმავს. „იგლ ჰილსის“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კრწანისის რაიონში მწვანე ქალაქის გაშენებას, გონიოში კი თანამედროვე საკურორტო ზონის შექმნას გულისხმობს.

Post navigation

Previous: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი- დროა, კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
Next: ეკა სეფაშვილი კაია კალასზე: მას სურს, საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, შეასრულოს მათი ისეთი მითითებები, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.