Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

მარშალ პრესი 18/12/2025
mikhkeil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა საკითხს შეეხო.

პრეზიდენტის განცხადებით, მართლმადიდებლობას ქართველებისა და სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მანვე ისაუბრა სოფლის მეურნეობის კუთხით ურთიერთობების განვითარებაზეც და დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობები განვითარდება.

„რაც შეეხება სერბეთს და საქართველოს. ეს ჩვენი ღირებულებები, ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელსაც როგორც ქართველებისთვის ასევე სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს მე მომეცემა საშუალება, რომ ვესტუმრო წმინდა ტაძარს  ბელგრადში, მოვინახულო მისი უწმინდესობა, პატრიარქი. ამას ჩვენი ხალხისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები ვინც დღეს ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით როგორც სერბები, ასევე ქართველები, ვინც ვართ ხელისუფალნი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტი ურთიერთობა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო მჭიდრო და უფრო მეტად საქმიანი, რომ ძალიან ბევრი შეხება არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის.

თქვენ ისაუბრეთ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი საშუალება მიეცემა, როცა მე მექნება ჩემს გუნდთან საუბარი, საქართველოს ხელისუფლებასთან. იარაღის წარმოებაზე იყო საუბარი, სოფლის მეურნეობის დარგზე ისაუბრეთ და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი  ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში, გეოგრაფიულადაც და რელიეფურადაც. საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჯანსაღი პროდუქცია იწარმოებოდეს და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ“-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი
Next: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი- დროა, კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.