IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი მკურნალობას გადის და  ამჟამად ის გამოცდაზე  ვერ გავა.  გამყრელიძემ განმარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.

ეს აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი, ავადმყოფია, ის ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ ის სრულად მალე გამოჯანმრთელდება, ის დღეს პაციენტია და გადის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ის გამოცდებზე ვერ გავა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, მას შეეძლება თუ არა გასვლა, რადგან მას ერთი გამოცდა ჩაბარებული აქვს, მიიღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება