Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

მარშალ პრესი 18/12/2025
005

 ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს, – 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორაკლი კობახიძე გაეცნო.

პროექტით, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, გათვალისწინებულია მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზების,  სატრენაჟორო სივრცის, აუზის, მსაჯებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების, საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და რეკრეაციული ზონის მოწყობა.

 ქუთაისის   სპორტის სასახლე როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებს.

ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, მრავალფუნქციური პარკის აშენებას გეგმავს.

პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს.

ქუთაისის  პარკში, ასევე, უნდა განთავსდეს  საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, მოეწყოს დეკორატიული ტბები და  შადრევნები.

მთავრობის მეთაური, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ასევე გაეცნო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ახალი ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალისწინებს.

პარკში ასევე მოეწყობა  ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები და ამფითეატრი.

ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პრემიერ-მინისტრმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება
Next: თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.