Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე

მარშალ პრესი 18/12/2025
tea

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.

მან სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება.

„მე ვარ დასანქცირებული, ვარ მიუღებელი, რადგან მაქვს განსხვავებული აზრი, მაქვს ისეთი რიტორიკა, რომელიც შენ გაწუხებს. მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, რომ ორგანიზმში არის ვირუსი – შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით. ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება, იარლიყების ეპოქა ყველა ქვეყანაში არის საშიში ეპოქა. ჩვენ ეს ხმამაღლა უნდა ვთქვათ. მე და ჩემნაირი მოქალაქეები ყველაფერს ავიტანთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რისთვის კეთდება ეს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ იარლიყის. ჩვენი ფუნქციაა, რომ თუ ეს იარლიყები მაინც უნდა იყოს, იყოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ეს არ გავრცელდეს სხვა მოქალაქეებზე. ამას ჩვენ შევძლებთ მომავალ წელს თუ ვერ, წინასწარ ძნელია ითქვას, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და გაუქმება და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ბრიუსელი, შესაბამისად დღევანდელ ბრიუსელში, ევროპული მომავალი მათი აზრით თუ ის არის, რომ ჩვენ, საქართველოში მოქმედ საბავშვო ბაღებში გოგონებს და ბიჭუნებს ვკითხოთ – აბა, მითხარი შენი აზრით გოგო ხარ, თუ ბიჭი – ეს ვერ იქნება ევროპული მომავალი. ეს არის ბავშვის უფლებების უხეში დარღვევა და მშობლის უფლების დარღვევა, ეს წერია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომელიც შექმნეს და დაწერეს იმათზე გაცილებით უფრო დიდმა და გაცილებით უფრო ჭკვიანმა ევროპელმა მამებმა, ვიდრე დღეს შეიძლება ვიპოვოთ ბრიუსელის რომელიმე ოფისში. თუ ევროპული მომავალი არის ის, რომ ჩვენ ვიღაცამ გვითხრას – აბა, წავედით ევროკავშირში, მიატოვე შენი სოხუმი და ცხინვალი – დავსვათ კითხვა: ეს ერთი და იგივე ევროპული მომავალია, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია? თუ გვეტყვიან, რომ ევროპული მომავალი არის ის, რომ საზოგადოება უნდა დაიყოს ორად, უმცირესობა მართავს უმრავლესობას – ეს გვგონია ევროპული მომავალი? ეს არის ის ხელისუფლება, რომელსაც დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია – ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო
Next: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.