Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიაკა ხოშტარიას მამას, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავჯდომარე ბოლომდე პატრონობდა – ე.წ. დასავლელი პოლიტიკოსები, კალასი, ნაუსედა, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან, ეს საზოგადოება გვაბრალებს რუსეთუმეობას

მარშალ პრესი 17/12/2025
giorgi gamsakhurdia

ლიაკა ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, პირადად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბოლოს, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავჯდომარეს, ვადიმ ბაკატინს ჰყავდა კავშირზე. ბოლომდე პატრონობდა და მერე მისი კავშირებით ლიაკა მოუწყო მგიმოში. ოპერატიული გასამრჯელოც დაუნიშნეს, ჰონორარის საფარით, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, , დღეს, ე.წ. დასავლელი პოლოტიკოსები, როგორებიც არიან კალასი და ნაუსედა, თავიანთი ოჯახებით მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან. გამსახურდიას თქმით, ამგვარი წარსულის მქონე ადამიანები აბრალებენ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთუმეობას.

“ლიაკა ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, პირადად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბოლოს, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავჯდომარეს, ვადიმ ბაკატინს ჰყავდა კავშირზე. ბოლომდე პატრონობდა და მერე მისი კავშირებით ლიაკა მოუწყო მგიმოში. ოპერატიული გასამრჯელოც დაუნიშნეს, ჰონორარის საფარით.
ედიკა და მისი მოქკავშირი, რომელიც კომკავშირის მემკვიდრეობა იყო და სხვა არაფერი, რაზეც დაშენდა “ნაციონალური მოძრაობა”. მათი მოყვანა კიდევ შევარდნაძის რებრენდინგის მიზნით, პირდაპირ რუსებმა შეასრულეს იგორ ივანოვის ხელით. დღეს ე.წ. დასავლელი პილიტიკოსები, კაია კალასი (ესტონეთი), ნაუსედა (ლიეტუვა), მთელი თავიანთი წარსულით და ოჯახებით, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან. ეს საზოგადოება გვიკითხავს მორალს და გვაბრალებს რუსეთუმეობას ჩვენს გუნდს. დასკვნები, თქვენთვის მომინდია.
ყველა ჩემ მიერ ხსენებული ფაქტი, მსურველს შეუძლია ინტერნეტ სივრცეში გადაამოწმოს.” – წერს გიორგი გამსახურდია.

Post navigation

Previous: კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს – გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი
Next: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.