Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გახარიას პარტიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ვიცი რასაც უკავშირდება თქვენი ეს მცდელობები- აქ სპექტაკლის დადგმა არ გამოვა

მარშალ პრესი 17/12/2025
irakli zarkua

შეგიძლია, ერთი კითხვა დასვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი არ გასცა? თავიდან ბოლომდე ფორმულებიც იყო გამოტანილი, რომელი იყო გაზავებული და რა მოცულობით, ასე რომ, ეს თემა ამოწურულია- ასე მიმართა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს გიგა ფარულავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც წარმოადგინა დადგენილების პროექტი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების თანამშრომელთა მხრიდან, შეკრების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„მეორე, თქვენმა კოლეგამ [თქვა] მხედველობის დაზიანება მივიღეო, მერე აქამდე მიგემართა შესაბამისი უწყებისთვის და დაზარალებულად გცნობდა თუ ამას დაადასტურებდი. ეს რა მასკარადია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას დააბრალეს, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ჩივის და მილიარდებს ითხოვს, ანალოგიური გზა გავიაროთ. ვიცი რასაც უკავშირდება თქვენი ეს მცდელობები, მაგრამ თავს შევიკავებ. უბრალოდ, აქ სპექტაკლის დადგმა არ გამოვა“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ
Next: 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.