Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაცების გადახდილი მილიონამდე ლარი არაერთ სენატორთან, კონგრესმენთან შეხვედრებს და მოთაფვლას მოხმარდა. ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა Fara-ში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომლის ანალოგიური პრინციპის დანერგვისთვის ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ქარცეცხლი გამოგვატარეს

მარშალ პრესი 17/12/2025
nino tsilosani cilosani

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი FARA-ს დოკუმენტს ეხმიანება და „ნაცურ ლობიზმში ჩართულ ამერიკელ პოლიტიკოსებზე“ ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა Fara-ში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომლის ანალოგიური პრინციპის დანერგვისთვის ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ქარცეცხლი გამოგვატარეს“.

„ახლა Fara-ს დოკუმენტიდან ნაცურ ლობიზმში ჩართულ ამერიკელ პოლიტიკოსებზეც მოგიყვებით კონგრესმენებსა და მათი ოფისების წარმომადგენლებთან განხორციელებულ შეხვედრებში გამოვარჩევდი ჯო უილსონს, რომელიც საქართველოზე უფრო მეტს პოსტავს, ვიდრე საკუთარ საარჩევნო ოლქზე)) შესაბამისად, ნაციონალებს ყველაზე მეტად გულუხვად სწორედ ჯო უილსონი დაუჯილდოებიათ შეხვედრებითა და…. სიაში გვხვდება აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, ასევე კრის სოჩა, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსია და აქტიურად მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საქმეზე. მახსოვს როგორი მონდომებით ვცდილობდით მათი უსამართლო განცხადებების ახსნას და თურმე რა ახსნა ჭირდებოდა ამაზე მეტი… აქვე ჰელსინკის კომისიის აქტიურ წევრებთან კავშირებზეა საუბარი. კომისიის, რომელიც შეგახსენებთ, რომ საქართველოზე დეზინფორმაციისა და არამეგობარი აქტის გამავრცელებელია გარდა ამისა, ნაცების გადახდილი მილიონამდე ლარი, როგორც ჩანს არაერთ სენატორთან, კონგრესმენთან და მათი ოფისების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და მოთაფვლას მოხმარდა დოკუმენტი ცხადყოფს რომ მრავალი სახის კომუნიკაცია შედგა, იმისათვის რომ მეგობარი აქტი როგორღაც გაეტანათ პოსტის ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა Fara-ში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომლის ანალოგიური პრინციპის დანერგვისთვის ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ქარცეცხლი გამოგვატარეს“- წერს ნინო წილოსანი.

Post navigation

Previous: ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
Next: ევროკავშირი ემსგავსება საბჭოთა კავშირს, გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, აშშ კი მათ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, რაც არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.