Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოებიც” – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია

მარშალ პრესი 17/12/2025
irakli kobakhidze2

გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებულები არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იმავეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და საინტერესოა ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს – კამპანია დააწყებინეს “ლელოს” და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, “იგლ ჰილსის” ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას, გადაცემაში “აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ “ლელოს” მიერ დაწყებული კამპანია, ახლა გადაბარებული აქვთ “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ასევე, პროცესებში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც არიან ჩართული.

ირაკლი კობახიძის თქმით, “იგლ ჰილსის” წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ხელწერა და კოორდინაცია მარტივად იკითხება და კამპანიაში ჩართული ძალები უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც ნაკლი არ აქვს.

“თუ დააკვირდებით ბოლო ერთ-ორ კვირას, “ლელო” გაწეული ჰყავთ კამპანიიდან, ანუ, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გასწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად “ალტ ინფო”, “პატრიოტთა ალიანსი”. ანუ, კონკრეტული შავბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. “ალტ ინფოზე” კონკრეტული მიზეზიც გითხარით, რომ ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ, მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ, “ლელოს” დააწყებინეს, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, იქ ჰყავთ კიდევ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ჩართული – რეალურად, ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. “არაბიზაცია” არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო – 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება – ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: აშშ ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებს რეგულაციებთან დაკავშირებული დავის ფონზე სანქციებით ემუქრება – გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი”
Next: ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.