Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

მარშალ პრესი 16/12/2025
irakli kobakhidze3

სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული დამოკიდებულებები შეიცვლება.

„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს.

ყველაფერი განვითარდა 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და გამოხატა თავისი საარჩევნო პოზიცია, მოუწოდა ამომრჩევლებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ევროპულმა ბიუროკრატიამ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. რეალურად, ყველა აღიარებს ხელისულებას, ამის დასტურია ის ოფიციალური ღონისძიებები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება. აღიარებაში კი არ არის საქმე, ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ,  ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას
Next: არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.