Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს

მარშალ პრესი 16/12/2025
irakli kobakhidze

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოლაპარაკებების საგანია ის, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმით წარიმართება აზერბაიჯანიდან ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„ჩვენთვის აბსოლუტურად მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული მხარის ინტერესები, ასევე სომხური მხარის ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა სამხრეთის გაზის დერეფნის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მიღწეული იქნება ორივე მხარისთვის საინტერესო შეთანხმება.

Post navigation

Previous: აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები, გახარია თავს ვერ გაიმართლებს, მითუმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის, ჩიხურ სიტუაციაშია შესული და არავითარი გასასვლელი არ აქვს ამ მძიმე მდგომარეობიდან
Next: ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან, თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.