Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა,

მარშალ პრესი 16/12/2025
irakli kobakhidze2

ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს გამოძიება დაწყებული აქვთ და ეს გამოძიება სტასბურგის სასამართლოს მითითების საფუძველზე განახლდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერს მოეფინოს ნათელი, მათ შორის სახელების და გვარების დონეზე, ვინ რას აკეთებდა. არსებობს აღიარებითი ჩვენებებიც. თავის დროზე, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებდა, რომ ყველაფერზე იღებდა პასუხისმგებლობას და ყველაფერზე ის იყო პასუხისმგებელი, მათ შორის კონკრეტულ ბრძანებებზე და რეზინის ტყვიების გამოყენებაზეც. ახლა სხვანაირად საუბრობენ მისი პარტიის წარმომადგენლები, თუმცა ეს აღიარებითი ჩვენება არსად არ წასულა, არსებობს შესაბამისი მასალები. თუმცა, კიდევ უფრო მეტი ჩაღრმავება არის მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა
Next: აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები, გახარია თავს ვერ გაიმართლებს, მითუმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის, ჩიხურ სიტუაციაშია შესული და არავითარი გასასვლელი არ აქვს ამ მძიმე მდგომარეობიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.