Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

BBC-ი ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს

მარშალ პრესი 16/12/2025
davit chikhelidze

ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში. მედიის საქმიანობა დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით, იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ტრამპის მიერ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომელიც დოკუმენტურ ფილმში მისი სიტყვების მონტაჟს ეხება.

ჩიხელიძის თქმით, თუ საინფორმაციო სააგენტოები პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც, როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება.

„ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში. მედიის საქმიანობა დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით, იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება.

BBC საინფორმაციო სააგენტოდან, ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს.
საქართველოს მაგალითი ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაციაა. ის რაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იკადრეს სხვა არაფერია თუ არა, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, რომელზეც მათ პასუხი უნდა აგონ, საქმე აღარ გვაქვს კრიტიკასთან ან ჟურნალისტურ სკეპტიციზმთან, ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ემსახურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

მედიის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის მეორეხარისხოვანი. თუ საინფორმაციო სააგენტოები, პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც, როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება, რომლის ფასსაც საბოლოოდ საზოგადოება და სახელმწიფოები იხდიან.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე დაგეგმილი ამნისტია, არის ჰუმანური აქტი, აქვს ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და ამასთან, კანონმორჩილებაზე დაბრუნების სტიმულიცაა
Next: უკრაინასთან ვითომ სოლიდარული ევროკრატები კრემლის სამხედრო მანქანას კვებავენ, ბოლო მხილებით, ლატვიის გავლით, რუსეთში სამხედრო დანიშნულებისთვისაც აუცილებელი კაუჩუკი მიედინება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.