ია ფარულავა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით “ინსტაგრამზე“ ვიდეოს წერს, სადაც ამბობს, რომ პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა 10 ათასსაც კი არ აღწევს. მისივე თქმით, შერცხვენილები არიან და ამ ყველაფერში ოპოზიციას სდებს ბრალს.
„მეგობარი აქტის“ პეტიციაზე 10 ათასიც [ხელმოწერა] ვერ დავაგროვეთ. ფაქტობრივად ჩავი@ვით. შერცხვენილები ვართ. მე თუ ვინმე შემხვდება ქუჩაში, ტაქსისტი იქნება ეს, სტუდენტი იქნება…. სტუდენტების უმრავლესობამ ხომ საერთოდ არ იცის რა არის „მეგობარი აქტი“ და ხალხის 80 პროცენტმა არ იცის რა არის „მეგობარი აქტი“. ამაში დამნაშავეა ჩვენი საყვარელი ოპოზიცია. მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე“-განაცხადა ფარულავამ.
