Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან” „მებრძოლ“ აშშ-ის ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა

მარშალ პრესი 15/12/2025
zaza shatirishvili4

არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე „დიპ სტეიტი“ – ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი შინაარსისა და ფორმის მქონე 10/15 ოჯახი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა ერთად მოდიან, ერთად ძარცვავენ მსოფლიოს და მართავენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილს, სრულად მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ღრმად აქვთ გადგმული ფესვები სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით, ვერავინ გაიხსენებს ერთ გვარსაც კი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ “ დიპ სტეიტის” წინააღმდეგ ბრძოლის დროს რეალურად ოლიგარქიული ოჯახებიდან დაასახელა.

“დავუბრუნდეთ დონალდ ტრამპის ყალბ ბრძოლას „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ და რამდენიმე მოცემულობა გავაანალიზოთ. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და სხვა ჩინოვნიკების რიტორიკა არაფორმალური გავლენების დანგრევის აუცილებლობისკენ იყო მიმართული, თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე მათ დაესახელებინოთ რომელიმე გავლენიანი ოჯახის გვარი, დაესახელებინოთ „ბლეკროკი“ და „ვანგარდი“, კორპორაციები რომლებიც ფლობენ უდიდეს აქტივებს და აერთიანებენ ამერიკის მთლიან სიმდიდრეს… თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან“(არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) „მებრძოლ“ ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.”- ვკითხულობთ წერილში.

 

Post navigation

Previous: ჩრდილოვანი ძალები, დღეს სრულად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ, ვითომდა კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაც, საბოლოოდ კი, მრავალშრიანი პროპაგანდის ნიაღვარში სიმართლის გარკვევა უფრო და უფრო რთული ხდება
Next: ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი „პროდასავლელია“, დროა, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.