Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ

მარშალ პრესი 13/12/2025
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს ჟურნალისტებთან ეხმიანება და აცხადებს, რომ ევრობიუროკრატიას არა მხოლოდ შტატებში, არამედ ევროკავშორშიც აპროტესტებენ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ევროკავშირშიც არ მოსწონთ ის, რომ ევრობიუროკრატები ევროპის ცალკეული ქვეყნის მიმართ სახიფათო გადაწყვეტილებებს იღებენ და მათ უკრაინიზაციით ემუქრებიან.

„არათუ აშშ-მა და მისმა ახალმა ადმინისტრაციამ, არამედ თავად ევროკავშირში დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი. იქ აპროტესტებენ არსებულ რეალობას. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ, ისე, რომ შესაძლოა უკრაინის ბედი ბევრმა გაიზიაროს, თუკი მათ ცრუ დაკვეთებს შეასრულებენ. ამის რისკი ჰქონდა საქართველოს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ფსევდო ლიბერალიზმი, რომელსაც „დიფ სთეითი“ მართავს, საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. „ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ფსევდო ლიბერალიზმმა თავისი თავი ამოჭამა და ის უკვე საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ თავად ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის. ამას ხვდება საზოგადოება და ხვდებიან პოლიტიკური წრეებიც.

ფსევდო ლიბერალური მიმდევრობა, რომელიც დაქვემდებარებულია „დიფ სთეითზე“, საკუთარი თავისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს. ეს, რა თქმა უნდა, დასრულდება და პროცესი უკვე დაწყებულია. მე მოხარული ვარ, რომ ამას საქართველოში პოლიტიკური წრეები უფრო ადრე მიხვდნენ, ვიდრე ეს დასავლეთის პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დაინახეს და აღიარეს. სწორედ ამ ადრეული მიხვედრილობით ავიცილეთ ჩვენ საფრთხეები, რაც აუცილებლად უკრაინიზაციის გზაზე გაგვიყვანდა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ნანული, შენი მთავარი პრობლემა, უკიდეგანო ქაჯობასთან ერთად, ისაა რომ ბოროტი არსება ხარ! გაიხსენე ნაწამები სვანი ბიჭები! უსპენსკაიას სიყვარული იმიტომ შეგახსენეს, რომ რუსოფობს თამაშობ უნიჭოდ
Next: ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები – ეს სამარცხვინოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.