Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ, რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა – საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს

მარშალ პრესი 12/12/2025
guri

ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა, – წერს ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ არარუსულ ენაზე საუბარი და იმის დაფიქსირება, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, ბევრ რამეზე მიუთითებს.

სულთანიშვილის თქმით, საქართველო აპირებს პრაგმატული ეროვნული პოლიტიკის გატარებას და საკუთარი ინტერესების დაცვას. “ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა. თან ამერიკამ უსაფრთხოების გეგმაში თქვა, მკიდიხართ მაქეთო..

მოკლედ, ვინც მართლა აღშფოთდით, ოღონდ აი ნერვულ დონეზე ვინც განიცადეთ, დაოკდით, უფრო და უფრო მეტი მოგვიწევს, გაუფრთხილდით ნერვებს. არარუსულ ენაზე საუბარი და იმის დაფიქსირება, რომ ოკუპირებულია საქართველო, ძალიან ბევრ რამეს მიუთითებს. საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს. აპირებს საუბარს და პოლიტიკურ ჭიდილს ყველასთან რათა თავისი საუკეთესო ინტერესები გამოიყვანოს.. მაგრამ ვისაც დოსტოევსკის კითხვა უკვე პრორუსობა გონია, მათ მოწამლულ თავში რა შევა.” – წერს გური სულთანიშვილი.

Post navigation

Previous: 20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს
Next: როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.