“ევროპის სახალხო პარტია” გახდა საქართველოში კრიმინალური პარტიების თავშესაფარი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„თუნდაც ის ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული სწორედ ამ პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მიმართ იყო მტრული. ეს ახალი არ არის. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი აქტიურად განიხილებოდა, მაშინ ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მიეღო ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა გამოუვიდათ, რომ საქართველოს არ მიეღო ევროპული პერსპექტივა და არც მომავალში გამოუვათ ისიც, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“,– განაცხადა აღნიშნა იონათამიშვილმა.
მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს უკავშირდება. „ქართული ოცნება“„იპიპის“ რეზოლუციებსა თუ განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირით ხსნის.
ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვეღარასდროს გაიმარჯვებენ –...