Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მომწონს ნაცების ისტერიკა ირაკლი კობახიძესთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 12/12/2025
ketevan turiashvili

კარგია მომწონს ნაცების ეს ისტერიკა ირაკლი კობახიძესთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით,- ამის შესახებ არქეოლოგი, ქეთევან ტურიაშვილი წერს სოციალურ ქსელში. ქეთევან ტურიაშვილის განცხადებით, მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა მოლაპარაკებებშია ჩართული რუსეთთან და ამ დროს, საქართველო, რომელისთვისაც ჩრდილოელი მეზობელი ტერიტორიული მთლიანობის გადამწყვეტია, მაინცდამაინც ის არ უნდა იყოს რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართული. „კარგია მომწონს ნაცების ეს ისტერიკა ირაკლი კობახიძესთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით.

ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ, უკრაინა ელაპარაკება რუსეთს, აშშ ელაპარაკება რუსეთს, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი ელაპარაკება რუსეთს, ჩინეთი ელაპარაკება რუსეთს. ალიევი ყოველ კვირას ხვდება და ფაშინიანი ყოველ შაბათს. ტრამპი მაგას უფრო ხშირად ურეკავს, ვიდრე მელანიას. ამერიკის თავდაცვის აქტის ნახევარი პუტინის დაწყნარებას ეხება. ჰამასი ელაპარაკება ისრაელს, მოკლედ ყველა ყველას ელაპარაკება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გადამწყვეტი ეგ ქვეყანაა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვუწესოთ სანქციები, ჩვენ ვეომოთ, ჩვენ ვაგინოთ და ჩვენ არ ველაპარაკოთ არასდროს ხომ? კაია კალასი დაუბრუნებთ ეტყობა ტერიტორიებს საქმე საქმეზე რომ მიდგეს. ფორუმზე მთლიანად რეგიონის ლიდერები არიან, 50 კაცი ერთად დგას და კობახიძე და პუტინიო ფოტოებს აწერენ. აწერეთ, დიდი ხანია ჩაიარა თქვენმა ავტობუსმა, ღმერთს მადლობა რომ ხალხმა რეალობის გარჩევა ვიცით ზღაპრებისგან, უფრო მეტი ისტერიკაა საჭირო, ეს არ არის საკმარისი“, – წერს ქეთევან ტურიაშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას, აშხაბადში – ლიბერალურ საზოგადოებას რომ უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას, ეს არაფერს ნიშნავს
Next: “ენჯეო” სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის ქვეყნებში და ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს NGO-ები მართავენ ევროპას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.