Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამას ველოდით

მარშალ პრესი 11/12/2025
irakli kircxalia1

ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისივე თქმით, საინტერესოა რა რეაგირება ექნება გერმანიას, რომელსაც გიორგი გახარია თავს აფარებს.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საქმეზე გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტიპენდიატს პატიმრობაც აქვს მისჯილი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით იყო, როდესაც ბატონმა გახარიამ 30 წამში სამჯერ შეცვალა ის ჩვენება, რომელსაც აძლევდა საგამოძიებო კომისიას. საინტერესოა რა რეაგირება ექნება იმ ქვეყანას, სადაც თავი აქვს შეფარებული ერთ-ერთ რიგით აგენტს. ზოგადად, მისი ყველა ქმედება, რომელიც გახმაურდა, საფუძვლიან ეჭვს იწვევდა და ამ ქმედებების უკან იდგა ჩვენი ინსტიტუციების რეპუტაციის შელახვა. სწორედ ეს მოხდა აქაც იმ დიდ სამართალდარღვევასთან ერთად, რომელიც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამავე თემაზე გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უტიფრობას უწოდებს.

“ძალიან რთულად არის მათი საქმე, ჩვენ ეს მათ ვუწინასწარმეტყველეთ [პარლამენტში] შემოსვლის დღიდან, ყოველთვის გავახსენებთ, რომ ყოველდღე თავისმართლების რეჟიმი იქნებიან. ეს უტიფარი განცხადებაც ზის ნაცმოძრაობის განცხადებების ვერტიკალში. არ აცნობიერებენ, რომ ასეთი განცხადებით საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას”, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
Next: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს „ნიუსი“. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.