Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

მარშალ პრესი 11/12/2025
1004

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა კაპიტან მირზა თხელიძეს, უფროს ლეიტენანტ გიორგი ონიაშვილს, უფროს სერჟანტ ბაგრატ კაპანაძეს, უმცროს სერჟანტ მალხაზ ჩხაპელიასა და კაპრალ ვანო კელენჯერიძეს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

 

Post navigation

Previous: სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, ორგანიზაცია „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე” უნდა გამოცხადდეს ყველაზე ობიექტურ შემფასებლად მსოფლიოში!
Next: საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.