Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან საცოდავად გამოიყურებიან ევროპელი ე.წ. ლიდერები, განსაკუთრებით, როცა აშშ ნატო-ს დატოვებით იმუქრება

მარშალ პრესი 11/12/2025
lela-kurdgelashvili

ჟანრის კანონი თავიდანვე გვკარნახობდა, რომ დიდი თხლეობით დასრულდებოდა ამ ბრიყვი ქალების და უხერხემლო მამრების ფაფხური, მაგრამ ამას მაინც ძნელად წარმოვიდგენდი: რუსეთთან საომრად დაიწყეს მზადება და დაასრულეს იმით, რომ ამერიკამ გამოუცხადა ომი ევროკავშირს, – წერს ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღეს ძალიან საცოდავად გამოიყურებიან ევროპელი ე.წ. ლიდერები, განსაკუთრებით, როცა აშშ ნატო-ს დატოვებით იმუქრება და ზელენსკის “ლეღვის ფოთოლივით იფარებენ”.

“კომედიის მთავარი პირობაა, მოიფიქრო არანორმალური მოცემულობა და შემდეგ აღწერო, რას გამოიწვევდა ეს არანორმალურობა ჩვეულებრივ, ბანალურ ამბებსა და ყოველდღიურობაში. სულ ესაა კომედიის სტრუქტურა, რომელიც ძველმა ბერძნებმა შექმნეს.

ასე აგვიხსნა რისმაგ გორდეზიანმა თავის დროზე სტუდენტებს ეს ჟანრი და მაგალითად არისტოფანეს ერთ-ერთი კომედია დაასახელა, რომელშიც ქალები იწყებენ ქვეყნის მართვას.
არ მახსოვს რომელი ნაწარმოები იყო, არც ის, რა დამართეს ქალებმა ქვეყანას, მაგრამ ურსულას და მისი ფრეილინების ნამართი ევროკავშირის შემხედვარეს უკვე მერამდენედ გამახსენდა რისმაგის სიტყვები.

ჟანრის კანონი თავიდანვე გვკარნახობდა, რომ დიდი თხლეობით დასრულდებოდა ამ ბრიყვი ქალების და უხერხემლო მამრების ფაფხური, მაგრამ ამას მაინც ძნელად წარმოვიდგენდი: რუსეთთან საომრად დაიწყეს მზადება და დაასრულეს იმით, რომ ამერიკამ გამოუცხადა ომი ევროკავშირს. თუ ეს სინამდვილედ იქცა, მაშინ ამბავს კომედია აღარ ერქმევა, მაგრამ დღეს ძალიან საცოდავად გამოიყურებიან ევროპელი ე.წ. ლიდერები, განსაკუთრებით, როცა აშშ ნატო-ს დატოვებით იმუქრება.

– ხალხის და ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ბრიუსელის პოლიტელიტა, ლეღვის ფოთოლივით რომ იფარებს ზელენსკის საკუთარი ბებრული იმპოტენციის დასაფარად,” – წერს ლელა კურდღელაშვილი.

Post navigation

Previous: უკრაინაში ერთმანეთს დაეტაკა შურისძიების ორი ფორმა: დასავლეთის შურისძიება ყოფილ საბჭოთა კავშირზე – გერმანული ფაშიზმის დამარცხების და ყოფილი საბჭოთა კავშირის შურისძიება დასავლეთზე – მისი დაშლის გამო
Next: ინფრასტრუქტურის მინისტრი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.