Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია მას უფლება არ აქვს სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს

მარშალ პრესი 11/12/2025
mikheil kavelashvili1

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ამ ბიუროკრატიის ნაწილია მას უფლება არ აქვს სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის მიერ ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც სტუდენტებთან შეხვედრის დროს საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოდ გააკრიტიკა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპა არაფრად აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას, რადგან დამოკიდებულია მილევად ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე.

„ვენის კონვენციაზე მაღლა ამიტომ შებრუნდა ევროპა და ამ ღირებულებებს დაუპირისპირდა და არაფრად აღარ აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას, ამ იდეოლოგიის , ამ ჩამყაყებული ბიუროკრატიის საფარქვეშ და დავალების შემსრულებლები არიან. იმიტომ ეხამუშებათ და დიალოგშიც ვერ შემოდიან. განა არ იციან, რომ ამ ყველაფერს არღვევენ, მაგრამ რადგან დამოკიდებული არიან ამ ბიუროკრატიაზე, ამ რაღაც მილევად ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რომელიც სულს ღაფავს და ვეღარ განვითარდება, პირდაპირ არის მოცემულობა და თუ ევროპა ამ ყველაფერს არ დაუპირისპირდება ევროპის გაქრობაზეა საუბარი. იქ დაიწყეს კონსერვატიულმა ძალებმა და ისედაც საზოგადოების პროტესტი როგორ შეიძლება არ იყოს გამოწვეული, როცა ესეთ დღეში არის ჩავარდნილი ევრობიუროკრატიის საშუალებით ევროპული კავშირი, ყველა პარამეტრით და ყველა მიმართულებით, ამხელა რესურსების, ამხელა ძლიერი ქვეყნები და როგორი რეგრესია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ვფიქრობ, CNN უნდა გაიყიდოს – დონალდ ტრამპი
Next: უკრაინაში ერთმანეთს დაეტაკა შურისძიების ორი ფორმა: დასავლეთის შურისძიება ყოფილ საბჭოთა კავშირზე – გერმანული ფაშიზმის დამარცხების და ყოფილი საბჭოთა კავშირის შურისძიება დასავლეთზე – მისი დაშლის გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.