Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: „ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

მარშალ პრესი 10/12/2025
received_1181388847507869

,,ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს 2025 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო განიხილება ქვეყნად, სადაც არ ხდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა, ადგილი არ აქვს არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოდან მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილება“, – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც მიგრაციის პოლიტიკის მართვის საკითხებზე ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ მკვეთრად იკლო.

,,აღსანიშნავია, რომ ევროსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იკლო. თუ 2022 წელს 28 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით, დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 65%-ით არის უკვე შემცირებული“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ევროპის საბჭოს მინისტერიალის მთავარი საკითხი ადამიანის უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხების ურთიერთმიმართებაა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.

Post navigation

Previous: სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა, კვოტები განისაზღვრება შესაბამისად
Next: ევროკავშირის დაკვეთილ კვლევებში საქართველო მოწინავე ადგილზეა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ეს კვლევა არაფერს ნიშნავს – თუ ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვსურს, შენ თუ არ გახდები მარიონეტი, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავაფასებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.