Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, იმედი გვაქვს, მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში

მარშალ პრესი 10/12/2025
irakli kobakhidze2

ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და არა მარტო ერევიან, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მეტყველებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.

„რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. რამდენად გახდება ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მიდგომის შეცვლის საფუძველი, არ ვიცი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში. სხვანაირად ეს ადამიანები თვითონ აყენებენ საკუთარი სტრუქტურების ინტერესებს ზიანს და სწორედ ასეთი მიდგომების, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის, რომ ევროკავშირში განვითარების ტენდენციები არის უარყოფითი. ეს ეხება როგორც დემოკრატიას, ისე ადამიანის უფლებებს და ასევე ეკონომიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.